Thumbnail

Microsoft-ის ბრაუზერს ახალი ლოგო აქვს

  • Internet Explorer-ის მსგავსად, ლოგო  ასო - e-ს ჰგავს.
  • ბრაუზერის შესახებ დეტალებს Microsoft მომავალ კვირას გაასაჯაროვებს.

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Microsoft-მა Edge ბრაუზერის ახალი ლოგო გაავრცელა. Edge ბრაუზერი Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში, პირველად 4 წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომპანიამ  Internet Explorer-ის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას  ახალი ბრაუზერი წარუდგინა. 

Edge ბრაუზერის ახალი ლოგო ვიზუალურად ტალღას ჰგავს. დიზაინის ამ კონცეფციით, ის შესაძლოა  Edge-ის ახალი ვერსიის მინი-თამაშს უკავშირდებოდეს, რომელიც სერფინგზეა. ლოგო  Internet Explorer-ის მსგავსად ასო - e-საც გვახსენებს, თუმცა, გრაფიკულად ბევრად მრავალფეროვანია. 

ბრაუზერის ლოგოს გასაჯაროვების შემდეგ, ტექნოლოგიური სექტორი განსაკუთრებით ელოდება, თუ როდის გამოუშვებს კომპანია  Edge-ის ბოლო ვერსიას. როგორც ცნობილია, Microsoft ბრაუზერის შესახებ დეტალებს მომავალ კვირას, ორლანდოში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაასაჯაროვებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები