Thumbnail

Caterpillar-ის ტექნიკას მთვარეზე გამოიყენებენ

  • კომპანიის სპეცტექნიკამ მთვარეზე რესურსები უნდა მოიპოვოს
  • პროექტში მონაწილეობა შესაძლოა NASA-მ მიიღოს

Caterpillar სპეცტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციაა. კომპანია ძირითადად სამშენებლო და  წიაღისეულის მოსაპოვებლად საჭირო ტექნიკას აწარმოებს. უკვე ათწლეულებია Caterpillar-ის სპეცტექნიკას დისტანციური მართვის რეჟიმშიც იყენებენ. თუმცა ამჯერად ამერიკული კომპანია საკუთარ ტექნიკას ურთულესი მისიისთვის ამზადებს.

Caterpillar-ის ინჟინრები ავტონომიური სპეცტექნიკის შექმნაზე მუშაობენ, რომელმაც რესურესები მთვარეზე უნდა მოიპოვოს. კომპანიის მიერ დამზადებული ტექნიკა დედამიწის თანამგზავრზე დისტანციური მართვის სისტემით იმუშავებს. მთვარეზე მოპოვებული რესურსების დედამიწაზე ტრანსპორტირება არამომგებიანია, მაგრამ მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია სხვა კოსმოსური მისიების დროს, ასევე მთვარის კოლონიზაციისას. 

2004-დან 2013 წლამდე Caterpillar NASA-სთან ერთად რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში უკვე გამოხატეს ინტერესი კომპანიის ახალი პროექტის მიმართ. ასევე, რომ სავსებით შესაძლებელია NASA მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი გახდეს.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ NASA-მ დააფინანსა კიდევ ერთი პროექტი Skylight, რომელიც მთვარეზე ავტონომიური აპარატის გაგზავნას ითვალისწინებს. ამ აპარატმა დედამიწის თანამგზავრზე სასარგებლო წიაღისეული რესურსები უნდა გამოიკვლიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები