Thumbnail

Microsoft-ში 4-დღიანმა სამუშაო კვირის მოდელმა გაამართლა

  • თანამშრომლების პროდუქტიულობასთან ერთად, გაყიდვების მაჩვენებელი 40%-ით გაიზარდა.
  • სამუშაო გრაფიკის ეს მოდელი 2019 წლის აგვისტოდან მოქმედებს.

Microsoft-ის იაპონურმა წარმომადგენლობამ ექსპერიმენტი ჩაატარა - კომპანია  4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელზე გადავიდა,  რომელმაც გაამართლა. როგორც Microsoft-ის იაპონიის ფილიალის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, თანამშრომელთა პროდუქტიულობა გაუმჯობესდა, რაც გაყიდვების 40-პროცენტიან გაზრდილ მაჩვენებელშიც აისახა. 

სამუშაო გრაფიკის ეს მოდელი 2019 წლის აგვისტოდან  ამოქმედდა. სრულ განაკვეთზე დასაქმებულ თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ კვირაში 3 დღე დაესვენათ, რასაც კომპანია ანაზღაურებდა. მკაცრად განისაზღვრა შეხვედრების დროც, რომლის მაქსიმალურ ხანგრძლივობად 30 წუთი გამოცხადდა. ასევე დაინერგა ონლაინ თათბირებისა და საქმიანი გასაუბრებების სისტემაც.

ექსპერიმენტთან დაკავშირებული კვლევის მიხედვით, 4-დღიანი სამუშაო მოდელის შედეგად, შემცირდა საოფისე ხარჯებიც - საუბარია ელექტროენერგიის გადასახადსა და  დახარჯულ საოფისე ინვენტარზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება იაპონიის შრომითი ურთიერთობების სტანდარტებთან მიმართებით, განსაკუთრებით კონტრასტულია - მსოფლიოს  მასშტაბით, ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო საათები სწორედ იპონიაშია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები