Thumbnail
  • ოთხი პარაშუტისგან შემდგარი სისტემა ხარვეზის გარეშე მუშაობს
  • Crew Dragon-მა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გადაიყვანოს

Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  რუსული “სოიუზის” რაკეტებს გადაყავდათ. NASA-ს დიდი ხანია სურს, რომ რუსულ მხარეზე დამოკიდებული აღარ იყოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს და Space X-ის თანამშრომლობა. ილონ მასკის კომპანიის ხომალდმა Crew Dragon უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტების გადაყვანა და დედამიწაზე უსაფრთხო დაბრუნება.

ოთხი პარაშუტისგან შემდგარი სისტემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის საშუალებითაც ამერიკელი ასტრონავტები  კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე უნდა დაბრუნდნენ. Space X-მა ახალი სისტემა Mark 3 წარმატებით გამოსცადა. პარაშუტების სისტემა 13-ჯერ გამოსცადეს და ყველა შემთხვევაში შედეგი კომპანიისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ  Crew Dragon, რომლის ბორტზე მანეკენი რიპლი იმყოფებოდა, პირველად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე 2019 წლის მარტში მივიდა. თუმცა ზაფხულში ოთხი პარაშუტისგან შედგარ სისტემაში გამოცდის დროს რამდენიმე ხარვეზი დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ Space X-ის გუნდს მისი განახლება მოუწია. შესაბამისად გადაიდო Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული მისია. ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი ჯერ კიდევ ივლისში უნდა გადაეყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები