Thumbnail

Voyager 2-მა ვარსკვლავთშორისი სივრციდან სიგნალი გამოაგზავნა

  • მეცნიერებმა კოსმოსური აპარატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები გაშიფრეს
  • მკვლევარებმა ჰელიოსფეროს შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს

NASA-ს კოსმოსური აპარატი Voyager 2 გასული წლის ბოლოს გავიდა ჰელიოსფეროდან-მზის გარშემო არსებული სივრცის რეგიონიდან და ვარსკვლავთშორის სივრცეს ( ვარსკვლავთშორისი სივრცე მატერიაა რომელიც არსებობს ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში) მიაღწია. Voyager 2 იქცა ადამიანის მიერ შექმნილ მეორე ობიექტად, რომელმაც ამ მანძილის დაფარვა შეძლო. მანამდე 2012 წელს ვარსკვლავთშორის სივრცეს Voyager 1 -მა მიაღწია.

კოსმოსურმა აპარატმა Voyager 2-მა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით ოცი მილიარდი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, პლანეტაზე სუსტი სიგნალი გამოაგზავნა.  Voyager 2-ის მონაცემები ადასტურებს, რომ ჰელიოსფეროს საზღვართან ტემპერატურა ეცემა, თუმცა ჰელიოსფეროდან ვარსკვლავთშორის სივრცეში გადასვლა არ არის ისეთი მკვეთრი და გამოკვეთილი, როგორც ეს მეცნიერებს ეგონათ. 

მონაცემების ანალიზი მკვლევარებს საფუძველს აძლევს დაადგინონ, რომ ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის არის დამატებითი ფენები. Voyager 2-ის მიერ გამოგზავნილი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ჰელიოსფეროს ფორმის შესახებ გარკვეული დასკვნის გაკეთებაც. ის სიმეტრიულია იმ ადგილას, სადაც კოსმოსურმა აპარატმა გადაკვეთა. 

კოსმოსური აპარატი Voyager 2 მზის სისტემის გამოსაკვლევად 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს. Voyager 2 დღემდე რჩება ერთადერთ ობიექტად, რომელმაც შეძლო ურანთან( 1986 წელი) და ნეპტუნთან(1989 წელი) მიახლოება. მისიის დაწყების დროს ვარაუდობდნენ, რომ კოსმოსური აპარატი მხოლოდ 5 წელი იმუშავებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები