Thumbnail
  • Ford-ის ელექტრომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს
  • Mustang Lithium-ს 900 ცხენის ძალა გააჩნია

ლას ვეგასში გამართულ SEMA-ს გამოფენაზე ამერიკულმა ავტოგიგანტმა მომავლის ელექტრომობილის საკუთარი ხედვა შემოგვთავაზა. Ford-მა საკულტო ამერიკული ავტომობილის ელექტრო ვერსია წარმოადგინა. Mustang Lithium-ში კომპანიამ ინოვაციის და ტრადიციის შერწყმა სცადა. ელექტრომობილს 900 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. რაც ყველაზე უჩვეულოა, Mustang Lithium-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფი Calimer Getrag MT82  აქვს. 

კომპანია ამ ეტაპზე არ ავრცელებს ინფორმაციას რა დრო დასჭირდება ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის. თუმცა Ford-ში აცხადებენ, რომ ამ მონაცემითაც ელექტრომობილი გამორჩეული იქნება. აკუმულატორი ავტომწარმოებელს Webasto-მ დაუმზადა, მაგრამ მისი ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ელექტრომობილის სალონში დამონტაჟებულია 10,4 დუიმის დიაგონალის დისფლეი, რომელზე შეხებითაც შესაძლებელია სიმძლავრის საჭირო რეჟიმის არჩევა, როგორიცაა Valet, Sport, Track და Beast.

ბოლო პერიოდში სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად Ford ელექტრომობილების სეგმენტშიც გააქტიურდა. კომპანიამ გასულ წელს დააანონსა, რომ 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და უახლოეს წლებში ელექტრომობილების 16 მოდელს გამოუშვებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები