Thumbnail

FACEBOOK - რას ნიშნავს კომპანიის ახალი ლოგო

  • კომპანიის ახალი ბრენდინგი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი.
  • ლოგო სიმბოლურად იმ სოციალურ ქსელებს გამოხატავს, რომლებიც კომპანია FACEBOOK-ის მფლობელობაშია. 

FACEBOOK-მა ახალი ლოგო წარადგინა, რათა მისმა ბრენდინგმა კომპანია და ამავე სახელობის აპლიკაცია და ვებ-გვერდი ერთმანეთისაგან გამოყოს. კომპანიის მიზანია, მომხმარებელმა FACEBOOK აღიქვას როგორც კომპანია და არა მხოლოდ სოციალური ქსელი.

კომპანიის ახალი ბრენდინგი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. ის ვიზუალურად იმ სოციალურ ქსელებს უკავშირდება, რომლებიც FACEBOOK-ის მფლობელობაშია - საუბარია Instagram-სა და WhatsApp-ზე. ლოგო იმ ფერში გამოჩნდება, რომელ პროდუქტსაც წარმოადგენს კონკრეტულ მომენტში -  მაგალითად,  WhatsApp-ის პლატფორმაზე FACEBOOK-ის ლოგო მწვანე იქნება.  გარდა ამისა, გამოყენებულია დიდი ფონტი. რაც შეეხება facebook-ის, როგორც აპლიკაციის ლოგოს, ის უცვლელი რჩება. 

კომპანიის მარკეტინგის უფროსი, ანტონიო ლუჩიო განმარტავს - „მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ რომელი კომპანია ქმნის პროდუქტს, რომელსაც ის იყენებს. შევეცადეთ ბრენდინგით ეს უფრო თვალსაჩინო გაგვეხადა“ FACEBOOK-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რებრენდინგის მიზანი  მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი აუდიტორიის გაზრდაა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები