Thumbnail

ფრანგული ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გააგზავნეს

  • მეცნიერებს სურთ დაადგინონ როგორ იცვლება სასმელი მიკროგრავიტაციის პირობებში
  • ექსპერიმენტის ფარგლებში ღვინოს კოსმოში 2020 წელსაც გააგზავნიან

ფრანგულმა სტარტაპმა Space Cargo Unlimited საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 12 ბოთლი წითელი ღვინო გააგზავნა.  სასმელი ასტრონავტებისთვის არ არის განკუთვნილი. ფრანგული კომპანიის მიზანი ბიოლოგიური კვლევის ჩატარებაა. მეცნიერებს სურთ დაადგინონ რა გავლენას ახდენს სასმელზე მიკროგრავიტაცია. ამ ექსპერიმენტით Space Cargo Unlimited-ის სამეცნიერო ჯგუფმა უნდა გაარკვიოს რით განსხვავდება სასმელის დაღვინების პროცესი კოსმოსში ანალოგიური პროცესისგან დედამიწაზე.

2020 წელს ფრანგული სტარტაპი ამერიკული რაკეტებით ღვინოს კოსმოსში  რამდენჯერმე გააგზავნის. სასმელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ერთი წელი შეინახავენ. შემდეგ ღვინო დედამიწაზე დაბრუნდება და მეცნიერები მის გამოკვლევას დაიწყებენ. Space Cargo Unlimited-ის წარმომადგენლის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგებმა შესაძლოა მეღვინეობის სამომავლო განვითარებაზე გარკვეული გავლენა იქონიოს.

მომავალში Space Cargo Unlimited ანალოგიური ექსპერიმენტის ჩატარებას სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულებით აპირებს. ფრანგი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მსგავსი პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა მცენარის ახალი ქვესახეობების გამოყვანას. 

კომენტარები

ბოლო ამბები