Thumbnail

XIAOMI-მ 108 მეგაპიქსელიანი სმარტფონის ორი მოდელი ოფიციალურად დააანონსა

  • Mi CC9 Pro მხოლოდ ჩინეთის ადგილობრივი ბაზრისათვის იწარმოება.
  • საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე, XIAOMI-ის მეორე იდენტური მოდელი  - Mi Note 10 გაიყიდება.

რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მობილური მოწყობილობების მწარმოებელი  ჩინური კომპა XIAOMI ახალ  რევოლუციურ მოდელს უშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელმა ქსელში რამდენიმე საანონსე ფოტო გაავრცელა, მოდელი კომპანიამ ოფიციალურად ახლახანს წარადგინა. 

Mi CC9 Pro - ასე ჰქვია 108-მეგაპიქსელიანი, სამმაგი კამერით აღჭურვილ მოდელს, რომლის მაღალი რეზოლუციის სენსორი კომპანია Samsung-ს ეკუთვნის. Mi CC9 Pro  მხოლოდ ჩინეთში გამოვა, საერთაშორისო ბაზრისათვის კი XIAOMI-მ კიდევ ერთი 108-მეგაპიქსელიანი მოდელი - Mi Note 10 დააანონსა. 

მოდელები ტექნიკური მახასიათებლებით თითქმის იდენტურია: 108-მეგაპიქსელიან ძირითად სამმაგ კამერასთან ერთად, მოწყობილობები 32-მეგაპიქსელიანი სელფის კამერით არის აღჭურვილი. სმარტფონებს 6.47-დიუმიანი OLED ეკრანი და თითის ანაბეჭდით ბლოკის მოხსნის ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს. მოდელები 2020 წელს გამოვა. CC9 Pro - ს ფასი 2,799 იუანი იქნება, რაც 400 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. Mi Note 10 კი საერთაშორისო ბაზარზე 549 ევროდ იქნება ხელმისაწვდომი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები