Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი საფოსტო სამსახურის მუშაობას ეფექტურს გახდის

  • ალგორითმი Nvidia-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს
  • სისტემა ამანათების დამუშავების პროცესს ათჯერ დააჩქარებს

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს ( USPS ) ყოველწლიურად მომხმარებელთან 146 მილიარდი ამანათი მიაქვს. ამანათების დახარისხების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით საფოსტო სამსახურის მენეჯმენტმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადაწყვიტა. ტექნოლოგია ამანათების დამუშავების პროცესს ათჯერ დააჩქარებს, ამ პროცესში შეცდომის დაშვების ალბათობა კი მინიმუმამდე შემცირდება.

ახალი ტექნოლოგია Nvidia-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს. სპაციალისტებმა ალგორითმის მოდელის შექმნას რამდენიმე თვე მოანდომეს. საბოლოოდ მიიღეს სისტემა, რომელსაც სწრაფად და ეფექტურად შეუძლია ამანათზე მითითებული მისამართის წაკითხვა. სისტემა უკვე დამონტაჟებულია საფოსტო სამსახურის ორასზე მეტ განყოფილებაში და მისი გამოცდა წელს დაიწყება,  სრული ვერსია კი 2020 წლის გაზაფხულიდან ამუშავდება. 

აშშ-ის საფოსტო სამსახური ახალ ტექნოლოგიებს ინტენსიურად ითვისებს. 2019 წლის გაზაფხულიდან კომპანიამ ავტონომიური ტრანსპორტის გამოყენება დაიწყო. თვითმავალი სატვირთო ავტომობილები  ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ფინიქსსა და დალასს შორის სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. ეს ექსპერიმენტი აშშ-ში კომერციული სატვირთო გადაზიდვების სფეროში თვითმავალი ტრანსპორტის დანერგვის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები