Thumbnail
  • კომპანიამ საკულტო პიკაპის, C-10-ის ელექტრო ვერსია წარმოადგინა
  • ელექტრო პიკაპი 100 კმ/სთ-ს 5 წამში ანვითარებს

ლას ვეგასში გამართულ ყოვეწლიურ ავტოშოუ SEMA-ზე კომპანია Chevrolet-მ თავისი კლასიკური მოდელის ელექტრო ვერსია წარმოადგინა. პიკაპი C-10 კომპანიამ 1962 წელს გამოუშვა. მოდელი წლების განმავლობაში ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღეს უკვე ამერიკული ავტოინდუსტრიის კლასიკად არის მიჩნეული.ამ პიკაპის ელექტრო ვერსიის წარდგენით კომპანია მინიშნებას აკეთებს, რომ მომავალში ელექტრომობილების სეგმენტი მისთვის პრიორიტეტული გახდება.

კომპანიის დიზაინერებმა ავტომობილს ძველი მოდელის პროფილი შეუნარჩუნეს. ელექტრო პიკაპს 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 5 წამი სჭირდება. ელექტრომობილი Bolt-ის მიერ დამზადებული ორი აკუმულატორით არის აღჭურვილი. Chevrolet ჯერჯერობით არ აქვეყნებს ინფორმაციას რა მანძილს გაივლის ელექტო პიკაპი დამუხტვის შემდეგ. 

ელექტრო პიკაპის გამოშვებას უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ავტომწარმოებელი გეგმავს. Ford-მა უკვე დააანონსა, რომ F სერიის საკულტო პიკაპის ელექტრო ვერსიაზე მუშაობს. Tesla-ს ელექტრო პიკაპის ოფიციალური პრეზენტაცია კი 21 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები