Thumbnail

ჯეიმს დინის სრულყოფილი გრაფიკული გამოსახულება ფილმში "ითამაშებს"

  • მოძრავ გამოსახულებას სრულყოფილი გრაფიკა ექნება, რომელსაც მაყურებელი რეალური ადამიანისაგან ვერ განასხვავებს. 
  • ჯეიმს დინის გრაფიკული ორეულის შექმნაზე ორი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობს.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ცნობილი მსახიობი, ჯეიმს დინი, რომელიც  1955 წელს ავარიაში გარდაიცვალა, ახალ კინოსურათში კვლავ გამოჩნდება. გრაფიკოსები მსახიობის სრულყოფილ კომპიუტერულ გამოსახულებას CGI ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნიან, რომელსაც მაყურებელი რეალური ადამიანისაგან ვერ განასხვავებს. 

დინის გრაფიკული ვერსიის შექმნაზე, ვიზუალური ეფექტების ორი კომპანია მუშაობს. გამოსახულებას გარდაცვლილი მსახიობის ფოტოების მიხედვით ქმნიან. ჯეიმს დინის გრაფიკული ანალოგის შექმნისათვის, ფილმის პროდიუსერებს მსახიობის ოჯახისაგან ოფიციალური ნებართვა უკვე აქვთ. 

რაც შეეხება ფილმს, ეს არის დრამა ვიეტნამის ომის შესახებ.  კინოსურათში ჯეიმს დინის კომპიუტერული ორეული მეორეხარისხოვან როლს "შეასრულებს",  მის სრულყოფილად მოძრავ გამოსახულებას კი სხვა მსახიობი გაახმოვანებს. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კინომოყვარულებმა CGI ტექნოლოგიის მეშვეობით კინოსურათში გარდაცვლილი მსახიობის როლი იხილეს -  "ფორსაჟის"  მე-7 ნაწილისათვის გრაფიკულმა სპეციალისტებმა პოლ უოლკერის გრაფიკული გამოსახულებაც შექმნეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები