Thumbnail

Microsoft HoloLens 2-ის გაყიდვები დაიწყო

  • HoloLens 2  შერეული რეალობის თავსაბურავია.
  • მოწყობილობა 7 ქვეყნის ტექნოლოგიურ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და მისი ფასი 3,500 ამერიკული დოლარია.

ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია Microsoft-ის შერეული რეალობის თავსაბურავი HoloLens 2 ტექნოლოგიურ ბაზარზე გაყიდვაში 7 ნოემბერს ჩაეშვა. მისი შეძენა მსურველებს 3,500 ამერიკულ დოლარად შეუძლიათ. HoloLens 2  - ეს არის თავსაბურავი, რომელიც რეალურ გამოსახულებებსა და ვირტუალურ რეალობას აერთიანებს. მოწყობილობა 2016 წელს გამოშვებული HoloLens-ის გაუმჯობესებული ვერსიაა.

HoloLens 2 ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის ტექნოლოგიურ ბაზარზე. მოწყობილობის უახლესი ვერსია გაცილებით კომფორტულია - იწონის ნაკლებს, მარტივია ხედვის სწორი კუთხის შერჩევა, ასევე განახლებულია მენიუც. 

HoloLens 2 Microsoft-მა 2019 წლის 24 თებერვალს დააანონსა. 2019 წლის 2 მაისს, კომპანიამ საზოგადოებას მოწყობილობის პირველადი ვერსია წარუდგინა, 2019 წლის 29 აგვისტოს კი, Microsoft-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი მიმდინარე წლის შემოდგომის სეზონზე გამოვიდოდა. იმ დროიდან დღემდე მომხმარებლებს HoloLens 2-ის წინასწარი შეკვეთა შეეძლოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები