Thumbnail
  • გერმანულმა კომპანიამ პირველი კომერციული კონტრაქტი გააფორმა
  • VoloDrone აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორში 2020 წელს გამოჩნდება

სულ რამდენიმე დღის წინ გერმანულმა კომპანია Volocopter-მა ინოვაციური დრონი წარმოადგინა. აპარატს, რომლის სახელწოდებაა VoloDrone, 200 კილოგრამამდე ტვირთი გადააქვს. ელექტრო საფრენი აპარატი 40 კილომეტრის მანძილზე დაფრინავს. მას შეუძლია გადაიტანოს, როგორც კონტეინერები, ასევე სამაგრით დამაგრებული ტვირთი. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში გერმანულმა სტარტაპმა პირველი კომერციული კონტრაქტი გააფორმა.

კომპანია John Deere-თან გაფორმებული ხელშეკრულებით  VoloDrone შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სექტორში გამოჩნდება. გერმანულ დრონებს ამერიკელი ფერმერები მონიტორინგისთვის, სასუქების შესხურებისთვის და ირიგაციისთვის გამოიყენებენ. VoloDrone ერთ საათში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაამუშავებს. დრონს სპეციალური კამერით შეუძლია დაასკანეროს მცენარე, შეაფასოს მასში ცვლილებები და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ფერმერს ინფორმაცია მიაწოდოს. პირველ საცდელ ფრენებს VoloDrone შეერთებულ შტატებში 2020 წლის დასაწყისში შეასრულებს. 

კომპანია Volocopter ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ ბრუხზალში 2007 წელს დაფუძნდა. Volocopter პირველ რიგში ცნობილია, როგორც ლიდერი ქალაქებისთვის ინოვაციური საჰაერო ტრანსპორტის შეთავაზების კუთხით. საფრენმა აპარატმა Volocopter X2-მა სატესტო ფრენები ჰელსინკის აეროპორტში, შტუტგარტში და სინგაპურში შეასრულა. სამ წელიწადში კომპანია ლონდონში და ბერლინში მფრინავი ტაქსის სერვისის დანერგვას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები