Thumbnail

QooCam 8K - კომპაქტური კამერა ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებით

  • კამერა WiFi და Bluetooth სისტემით სმარტფონს უკავშირდება.
  • მოწყობილობის ფასი 589 ამერიკული დოლარია.

ტექნოლოგიურ ბაზარზე ახალი ჯიბის კამერა გამოჩნდა. QooCam 8K - ასე ჰქვია ჩინური ტექნოლოგიური კომპანია KanDao-ს ახალ მოდელს, რომელიც მაღალი რეზოლუციის, 360 გრადუსიან ვიდეო გადაღებას უზრუნველყოფს. მოწყობილობის ორივე მხარეს 1/1.7-დიუმიანი, 20-მეგაპიქსელიანი სენსორია. კამერა აღჭურვილია სწრაფად დატენვადი ბატარეით. QooCam 8K-ს შიდა მეხსერება 64 გიგაბაიტია, მას ასევე მოყვება მეხსიერების მიკრო ჩიპი. კამერას აქვს WiFi და Bluetooth მხარდაჭერაც. QooCam 8K მომხმარებლის სმარტფონს უკავშირდება, რომელშიც აპლიკაციის მეშვეობით, გადაღებული მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. 

QooCam 8K  მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილურ მოწყობილობასთან დაკავშირებით, 4K გამოსახულების ვიდეო ცოცხალ რეჟიმში გაუშვას. ამასთან ერთად, შესაძლებელია ე.წ Slow Motion  კადრების გადაღებაც. მოწყობილობა აღჭურვილია სტაბილიზაციის სისტემით, ასევე მას მოყვება გაძლიერებული მონაცემების მიკროფონი,  რაც ნებისმიერ გარემოში სრულყოფილი ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას ქმნის.

QooCam 8K - ეს არის კომპაქტური კამერა ძლიერი  ტექნიკური მახასიათებლებით, სწორედ ამიტომ, ის ვიდეო ბლოგერებისათვის იდეალური მოწყობილობაა. კამერის ღირებულება 589 ამერიკული დოლარია. QooCam 8K-ის გაყიდვები 2019 წლის დეკემბერში დაიწყება, მანამდე კი მომხმარებლებს მოწყობილობის წინასწარი შეკვეთა შეუძლიათ. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები