Thumbnail

Airbnb პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებებს გააკონტროლებს

  • Vice News-ის ცნობით,  Airbnb-ის არაერთი მომხმარებელი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.
  • კომპანია მეტ გარანტიებს უზრუნველყოფს და მსგავსი შემთხვევებისას, ფინანსურ ზარალს 100%-ით აანაზღაურებს. 

საცხოვრებელი სახლების გლობალური გაქირავების წამყვანი ონლაინ პლატფორმა Airbnb ვებ-გვერდზე ატვირთულ განცხადებებს შეისწავლის. ეს გადაწყვეტილება Airbnb-მ დაარსებიდან 11 წლის შემდეგ პირველად მიიღო. გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა Vice News-ის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატია, რომელმაც  მომსახურების სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები გამოააშკარავა. საქმე ეხება  მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შემყვან განცხადებებს, რომლებიც სავარაუდო თაღლითური სქემის ნაწილია.

Vice News-მა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მომხმარებლები გამოკითხა. რესპოდენტებმა გაიხსენეს უსიამოვნო შემთხვევები, კერძოდ: დაჯავშნილ საცხოვრებელში მისვლამდე, მათ უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ, რომ ხარვეზის გამო, ადგილი დაკავებული იყო, სანაცვლოდ სთავაზობდნენ ალტერნატივას, თუმცა, ქალაქის სრულიად სხვა ნაწილში. ამასთან,  არავინ აძლევდა გარანტიას, რომ საცხოვრებელი პირობები დაჯავშნილის იდენტური იქნებოდა.  

Airbnb-ის განცხადებით, კომპანია 2020 წლის დეკემბრამდე, პლატფორმაზე განთავსებულ ყველა განცხადებას შეისწავლის. ამის შემდეგ, რეგულარული მეთვალყურეობის და ვერიფიკაციის მოდელს დანერგავს,  ცრუ ან საეჭვო განცხადებებს კი,  ვებ-გვერდიდან დაბლოკავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი - ბრაიან ჩესკი აღნიშნავს,  Airbnb-ის მთავარი მზანი მომხმარებლებისათვის გარანტიების შექმნაა. სწორედ ამიტომ, კომპანია თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და მსგავსი პრეცედენტების გამოვლენის შემთხვევაში, დამქირავებლებს გადახდილი ფულის 100%-ს აუნაზღაურებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები