Thumbnail
  • განახლებადი ენერგია ევროპის ენერგოსექტორის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი გახდება
  • განახლებად ენერგიაზე გადასვლა ყველაზე სწრაფად ბრიტანეთში მიმდინარეობს

Wood Mackenzie-ს ანალიტიკოსებმა ევროკავშირის ქვეყნების განახლებად ენერგიაზე გადასვლის ინდივიდუალური გეგმები შეაფასეს. კვლევის შედეგად ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2030 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის საჭიროების დიდი ნაწილი სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან დაიფარება. 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი ევროკავშირის ენერგოსექტორში 53 პროცენტამდე გაიზრდება.

2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ქარის და მზის ელექტროსადგურების ენერგია ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მაჩვენებელს აღემატება. ყველაზე სწრაფად განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. ბრიტანეთი ელექტროენერგიის დიდ ნაწილს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, პირველ რიგში კი ქარის სადგურებიდან იღებს. 

განახლებადი ენერგიის სექტორი სწრაფად ვითარდება გერმანიაში და ესპანეთში. ყველაზე რთული ვითარება საფრანგეთშია, რომლის ენერგოსექტორიც ძირითადად ატომურ ენერგეტიკაზეა დამოკიდებული. ატომური ელექტროსადგურების წილი ქვეყნის მიერ გამომუშავებულ ენერგიაში 70 პროცენტს აღემატება. 

Wood Mackenzie-ს ექსპერტების შეფასებით, უკვე 2040 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი ევროკავშირის ენერგეტიკაში 60 პროცენტამდე გაიზრდება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 80 პროცენტს მიაღწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები