Thumbnail

რობოტებისაგან შემდგარი გუნდი ფეხბურთს თამაშობს

  • რობოტი 9 კილოგრამს იწონის და მასში 12 ელექტრული ძრავია ჩამონტაჟებული.
  • Mini Cheetah განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა - მას წამში 2.5 მეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ბიომიმეტრიის ლაბორატორიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია ძაღლის მსგავსი 9 პატარა რობოტი - Mini Cheetah, რომლებიც ლაბორატორიის ეზოში, ფეხბურთში ვარჯიშობენ. ფეხბურთის დასრულების შემდეგ კი, საბავშვო გუნდური თამაშის -  სახელწოდებით Simon Says-ის დისტოპიურ ვერსიას თამაშობენ. 

სინქრონულმა და ორგანიზებულიმა მოძრაობებიმა, ერთი შეხედვით, შესაძლოა უსიამოვნო შეგრძნებაც გაგიჩინოთ, თუმცა, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ განავითარეს რობოტების უნარჩვევები MIT-ის ბიომიმეტრიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა. 

რაც შეეხება თავად რობოტს - Mini Cheetah მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის რობოტის - Cheetah 3-ის პატარა ვერსიაა. რობოტი 9 კილოგრამს იწონის და მასში 12 ელექტრული ძრავია ჩამონტაჟებული. Mini Cheetah განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა - მას წამში 2.5 მეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც საათში 9.6 კოლომეტრზე მეტია. რობოტი მახასიათებლებიდან გამომდინარე, იდეალურია იმ ადგილებში შეშვებისა და შესწავლისათვის, რომლებიც ადამიანისათვის რთულად მისადგომი და საფრთხის შემცველია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები