Thumbnail

YouTube მომსახურების პირობებს ცვლის

  • ცვლილებების შესახებ შეტყობინება რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელ-ფოსტაზე დაეგზავნათ.
  • პლატფორმა მეტად ორიენტირებული ხდება სარეკლამო მასალაზე. 

ვიდეო ჰოსტინგი YouTube მომსახურების პირობებს ცვლის. ცვლილებების შესახებ, კომპანიამ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეტყობინებები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უკვე დაუგზავნა. პლატფორმა უფრო მეტად ორიენტირებული ხდება საავტორო კონტენტსა და კომერციულ ვიდეოებზე. მაგალითად, YouTube-ის ადმინისტრაციას შეუძლია წაშალოს ვიდეო, თუ კი მასზე მონეტიზაცია არ არის ჩართული, ან არ შეიცავს საკმარის სარეკლამო კონტენტს.

მკაცრად განისაზღვრა ასაკობრივი კატეგორიაც - პლატფორმაზე ანგარიშის შესაქმნელად, მომხმარებელი მინიმუმ 13 წლის უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მას შეუძლია ისარგებლოს YouTube-ის გვერდითი  პლატფორმით - ეს არის სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი ვიდეო ჰოსტინგი სახელწოდებით -  YouTube Kids. 

YouTube მეტად გააკონტროლებს საავტორო უფლებების საკითხსაც. გარდა ამისა, მცირედი ცვლილებები შეეხება მობილური აპლიკაციის და ვებ-გვერდის ინტერფეისსაც. როგორც კომპანიის განცხადებაშია მითითებული, სექციების განლაგებაც შეიცვლება, რაც ჰოსტინგზე ნავიგაციას და სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას უფრო გაამარტივებს. აღნიშნული ცვლილებები 2019 წლის 10 დეკემბრიდან ამოქმედდება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები