Thumbnail
  • თვითმფრინავს 14 ელექტრო ძრავა აქვს
  • ელექტრო თვითმფრინავი პირველ ფრენას 2020 წელს შეასრულებს

ბოლო პერიოდში ავტომწარმოებლები უკვე მასშტაბურად გადაერთნენ ელექტრომობილების ახალი მოდელების შექმნაზე და სერიულ წარმოებაზე. ავიაციის სფეროში ამ მხრივ შედარებით რთული ვიტარებაა. ელექტრო თვითმფრინავის შექმნას არაერთი კომპანია ცდილობს, თუმცა საავტომობილო ინდუსტრიისგან განსხვავებით ავიაციაში ელექტრო რევოლუცია ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ერთ-ერთია, ვინც ავიაციის სფეროში ინოვაციის დანერგვას აპირებს.

NASA-ს კონსტრუქტორების მიერ აწყობილ ექსპერიმენტულ ელექტრო თვითმფრინავ Maxwell X-57-ს თოთხმეტი ელექტრო ძრავა აქვს. პროექტის მიზანია დაჩქარდეს ავიაციაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. NASA-ში აცხადებენ, რომ სამომავლოდ მსგავსი საფრენი აპარატები ხელს შეუწყობენ ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას და გარკვეულ წვლილს  შეიტანენ გლობალური დათბობის წინაამღდეგ ბრძოლაში. 

Maxwell X-57 ჯერ კიდევ ადრეული პროტოტიპია. კონსტრუქტორები მის დასახვეწად მუშაობას განაგრძობენ. ჯერჯერობით თვითმფრინავის გამოცდა ხმელეთზე იგეგმება. გეგმის მიხედვით ელექტრო თვითმფრინავმა სატესტო ფრენები პირველად 2020 წლის მეორე ნახევარში უნდა შეასრულოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები