Thumbnail

Disney-ის სტრიმინგ სერვისი ქსელში გაეშვა

  • Disney+-ის ერთთვიანი პაკეტის ღირებულება 6.99 ამერიკული დოლარია.
  • Disney  საკუთარ კინოპროდუქციას სხვა სტრიმინგ პლატფორმების კრებულებიდან, ეტაპობრივად ამოიღებს.

Disney-ის დაანონსებული სტრიმინგ სერვისი, სახელწოდებით  Disney+ ქსელში დღეიდან, 12 ნოემბრიდან გაეშვა. კომოპანიამ საკუთარი სტრიმინგ პლატფორმა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააანონსა. სხვა სტრიმინგ სერვისებისგან: Netflix-სგან და Hulu-სგან განსხვავებით Disney უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული საკუთარი კინოპროდუქციის გავრცელებაზე -  სწორედ ამიტომ, კომპანია სხვა სტრიმინგ პლატფორმების კრებულებიდან, ეტაპობრივად ამოიღებს თავის ანიმაციებს, სერიალებს, კინოსურათებსა და სატელევიზიო პროექტებს. 

Disney+  გამომწერებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გეგმავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ სტრიმინგ სერვისზე არ იქნება განთავსებული სარეკლამო კონტენტი. Disney+  გაშვებისთანავე აუდიტორიას საკმაოდ შთამბეჭდავ ვიდეო-ბიბლიოთეკას ჰპირდება. პლატფორმაზე მომხმარებლები აღმოაჩენენ არაერთ სექციას, რომელთა შორის არის: Disney films, Disney animation, Disney Channel Originals, Pixar, Star Wars, Marvel, National Geographic. 

Disney  დიდი ხანია აღარ ასოცირდება კომპანიად, რომლის სამიზნე აუდიტორია მხოლოდ ბავშვები არიან. სტრიმინგ სერვისის  მრავალ კატეგორიაში, მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი ჟანრის ფილმები, როგორიც არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ტრილერი, დეტექტივი, ჰორორი.

Disney+ ამჟამად ქსელში უკვე გლობალურად არის გაშვებული. მიუხედავად ამისა, არის ქვეყნები, სადაც სტრიმინგ სერვისი, ჯერჯერობით, არ არის ავტორიზებული -  ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.  რაც შეეხება, Disney+-ის ფასს - ერთთვიანი პაკეტის ღირებულება 6.99 ამერიკული დოლარია. ერთწლიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებელს 69.99 დოლარის გადახდა მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები