Thumbnail
  • რაკეტა Falcon 9-მ ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაიყვანა
  • ორბიტაზე Space X-ის 115 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია განთავსებული

Space X-ის რაკეტა Falcon 9-მ კიდევ ერთი წარმატებული სტარტი აიღო. რაკეტამ Starlink-ის პროგრამისთვის განკუთვნილი სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების მეორე ჯგუფი ორბიტაზე გაიყვანა. პირველი შემთხვევის მსგავსად ამჯერადაც Falcon 9-ზე 60 თანამგზავრი იყო განთავსებული. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მეორე მისია წარმატებით მიმდინარეობს.

ამჟამად ორბიტაზე Starlink-ის პროექტისათვის განსაზღვრული 115 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრია განლაგებული. პირველად გაშვებული 60 თანამგზავრიდან სამთან კავშირი ვერ დამყარდა, ორი კი ტექნიკური მიზეზით ჩამოწერეს. თანამგზავრთა რაოდენობით Space X დღეს უკვე ლიდერია და საგრძნობლად აღემატება მეორე ადგილზე მყოფ Indium Next-ს. ამ კომპანიის დაჯგუფებაში მხოლოდ 75 თანამგზავრი შედის.

იმისათვის, რომ Space X-მა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თანამგზავრული ინტერნეტის ქსელი აამოქმედოს კომპანიას ორბიტაზე მინიმუმ 240 თანამგზავრი უნდა ჰყავდეს. თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ამოქმედებისათვის კი Falcon 9-მ თანამგზავრები ორბიტაზე 24-ჯერ უნდა გაიყვანოს ანუ ორბიტაზე 1500-მდე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი უნდა განლაგდეს. მასკის კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მაჩვენებელს უკვე შემდეგი წლის ბოლოს მიაღწევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები