Thumbnail

Tesla-ს მეოთხე გიგაფაბრიკა ბერლინში აშენდება

  • ილონ მასკი გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით სულ 10-12 გიგაფაბრიკა ააშენოს.
  • ამ დროისათვის, Tesla-ს სამი გიგაფაბრიკა მდებარეობს რენოში, ბუფალოსა და შანხაიში. 

კომპანია Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის  განცხადებით, ნევადას, ბუფალოსა და შანხაის შემდეგ, კომპანიის რიგით მე-4 გიგაფაბრიკა გერმანიაში, ბერლინის შემოგარენში აშენდება. მასკის ეს განცხადება შანხაიში კომპანიის მესამე გიგაფაბრიკის მშენებლობის დასრულების ეტაპს დაემთხვა. ამ უკანასკნელ დღეებში, ასევე გასაჯაროვდა Tesla-ს რიგით მეორე ქარხნის პროექტის ღირებულებაც. როგორც ნიუ-იორკის შტატის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, მასკის გიგაფაბრიკის პროექტმა 800 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 

ილონ მასკმა ევროპაში ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა. Tesla-ს დამფუძნებელმა მაშინვე ახსენა გერმანია და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა პროექტისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მასკის თქმით, მისი გეგმაა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სულ 10-12 გიგაფაბრიკა ააშენოს. 

წინასწარი ინფორმაციით, გერმანიის გიგაფაბრიკა შანხაის პროექტის იდენტური იქნება და კომპანია აქ სედანის ტიპის მოდელის - Model 3-ისა და ქროსოვერის ტიპის Model Y-ის წარმოებას დაიწყებს. როგორც ცნობილია, გიგაფაბრიკის პროექტი აქტიურ ფაზაში უკვე 2021 წლიდან იქნება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები