Thumbnail

Apple-მა 16-დიუმიანი MacBook Pro ოფიციალურად წარადგინა

  • მოწყობილობის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.
  • 16-დიუმიანი MacBook Pro-ს ყველაზე მძლავრი ვერსიის ღირებულება 6,099 დოლარს აღწევს. 

ტექნოლოგიური მიმომხილველების ვარაუდებისა და ფორუმების მომხმარებლების გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კომპანია Apple-მა მართლაც გამოუშვა განახლებული, 16-დიუმიანი პორტატული კომპიუტერი -  MacBook Pro. კომპანიამ პროდუქტი ოფიციალურად 2019 წლის 13 ნოემბერს წარადგინა.

ტექნიკური მონაცემების უმრავლესობა მისი წინამორბედი მოდელის იდენტურია, თუმცა, 16-დიუმიან MacBook Pro-ს გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორი აქვს. მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 64 გიგაბაიტია. ლეპტოპში მეხსიერების ბარათის ინტეგრირებით, მოწყობილობის მეხსიერება 8 ტერაბაიტამდე შეიძლება გაიზარდოს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 

ახალი MacBook Pro-ს დიზაინს  15-დიუმიანი ვერსიის იდენტურია. 16-დიუმიანი MacBook Pro 1,95 კილოგრამს იწონის, ხოლო კორპუსის სისქე 16.3 მილიმეტრია. პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ოფიციალურ საიტზე და შესაძლებელია მისი წინასწარი შეკვეთა. რაც შეეხება კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებს - MacBook Pro კვირის ბოლომდე გამოჩნდება. ტექნიკური მახასიათებლების სიმძლავრის მიხედვით, მოდელის ფასი 2,399 ამერიკული დოლარიდან იწყება. 16-დიუმიანი MacBook Pro-ს ყველაზე მძლავრი ვერსის ღირებულება 6,099 დოლარს აღწევს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები