Thumbnail
  • ავტონომიური ტრანსპორტი 8 კილომეტრიან გზაზე მოძრაობდა
  • სატვირთო ავტომობილები კოლონის სახით გადაადგილდებოდნენ

ტრანსპორტის ავტონომიურმა ტექნოლოგიამ შესაძლოა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეცვალოს გადამზიდავი კომპანიების მუშაობის რეჟიმი. როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში მსგავსმა ექსპერიმენტმა კონკრეტული შედეგი მოიტანა. კომპანია Kodiak Robotics-მა ტეხასის შტატის ტერიტორიაზე თვითმავალი ტრანსპორტით კომერციული ტვირთების გადატანა დაიწყო. შვედეთის გზებზე კი ავტონომიური სატვირთო ელექტრომობილი გამოჩნდა.

თვითმავალი სატვირთოების საავტომობილო  გზებზე გამოცდა სამხრეთ კორეულმა კომპანია Hyundai-მაც დაიწყო. მიიჩნევა, რომ ყველაზე ეფექტური მსგავსი ტრანსპორტის კოლონის სახით გადაადგილებაა. კოლონით მოძრაობის პლუსია საწვავის ხარჯის და საცობების შემცირება, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა. კორეულმა კომპანიამ ავტონომიური სატვირთო ავტომილების გამოსაცდელად 8 კილომეტრიანი ტრასა აირჩია.

Hyundai Xcient-ის ორი თვითმავალი სატვირთო ავტომობილი ისე დააპროგრამეს, რომ მათ შორის დისტანცია 16,7 მეტრი იყო. ექსპერიმენტის დროს გზაზე სხვა ტრანსპორტიც მოძრაობდა. დაზღვევის მიზნით სატვირთო ავტომობილში მძღოლი იჯდა, თუმცა მას ავტომობილის მართვის საკუთარ თავზე აღება არ დასჭირდა.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ კოლონის სახით მოძრავი სატვირთოები შეთანხმებულად მოქმედებენ, ექსტრემალურ სიტუციაში შეუძლიათ ერთდროულად დაამუხრუჭონ და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს შორის დისტანციას 25 მეტრამდე ზრდიან. სამხრეთ კორეულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტონომიური სატვირთო ტრანსპორტის მსგავს რეჟიმში გამოცდა გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება, სატვირთო ავტომობილების კომერციული მიზნით გამოყენება კი 2-3 წლის პერსპექტივაა.

კომენტარები

ბოლო ამბები