Thumbnail

Caviar-მა ამჯერად ოქროს AirPods Pro გამოუშვა

  • ყურსასმენების ზედაპირის 75% 18-კარატიანი ოქროა. 
  • AirPods Pro-ს ექსკლუზიური მოდელის ფასი 67,000 ამერიკული დოლარია.

ექსკლუზიური iPhone 11 PRO-ს გამოშვების შემდეგ, კომპანია Caviar-მა ამჯერად Apple-ის ახალი უსადენო ყურსასმენების -  AirPods Pro-ს ოქროს მოდელი წარადგინა, რომლის ღირებულება 67,000 ამერიკული დოლარია. ყურსასმენების ზედაპირის 75% 18-კარატიანი ოქროა. 

Caviar-ის ტექნოლოგიური მოწყობილობების ექსკლუზიური მოდელების მსგავსად, AirPods Pro-ს ტექნიკური მონაცემებიც რეგულარული მოდელის იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ოქროთი არის დაფარული მოწყობილობის ქეისი, რომელიც, ამავდროულად, უსადენო დამტენის ფუნქციას ასრულებს. 

კომპანია  Caviar-მა ოქროს ყურსასმენებთან ერთად, წარადგინა კიდევ ორი ექსკლუზიური მოდელი, რომლების კორპუსი პითონის და ალიგატორის ტყავით არის შესრულებული. Caviar-ის ექსკლუზიური მოდელების ხაზს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აღნიშნული პროდუქტების არაპრაქტიკულობაზე მიუთითებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები