Thumbnail

Volkswagen ავტომობილის მეტალის დეტალებს 3D ტექნოლოგიით დაამზადებს

  • 3D პრინტერი კომპანია Hewlett-Packard-მა გამოუშვა
  • ტექნოლოგიას თავდაპირველად ცვიკაუში განლაგებულ ქარხანაში გამოიყენებენ

3D ტექნოლოგიას წარმოების დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ. 3D პრინტერის მეშვეობით სახლებიც კი მზადდება, თუმცა ავტოინდუსტრიაში ამ ტექნოლოგიას ჯერ კიდევ არ აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია. ავტომობილის მეტალის დეტალების 3D პრინტერით დამზადება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. კომპანია HP-მ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა მოძებნა.

HP Metal Jet 3D პრინტერია, რომელსაც მეტალის დეტალების დასამზადებლად იყენებენ. Volkswagen-სა და Hewlett-Packard-ს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ამ პრინტერს გერმანული კომპანიის ავტომობილის მეტალის დეტალების დასამზადებლად გამოიყენებენ. ახალ ტექნოლოგიას თავდაპირველად აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ცვიკაუში განლაგებულ Volkswagen-ის ქარხანაში დანერგავენ. ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომლის დეტალების დამზადების დროს  HP Metal Jet-ს გამოიყენებენ Volkswagen-ის ელექტრომობილი I.D.3-ია.

გერმანულ კომპანიაში აცხადებენ, რომ HP Metal Jet ხელს შეუწყობს წარმოების პროცესის დაჩქარებას. ყოველწლიურად ცვიკაუს ქარხანაში ავტომობილის 100 ათასამდე მეტალის დეტალის წარმოება იგეგმება. გერმანული კომპანია HP-ის პრინტერს მომავალში ეტაპობრივად დანერგავს სხვა საწარმოებშიც.

კომენტარები

ბოლო ამბები