Thumbnail

Google რთული სიტყვების სწორად გამოთქმას გასწავლით

  • პლატფორმა სიტყვის წარმოთქმისას დაშვებულ შცდომას დეტალურად განგიმარტავთ.
  • Google Translate-ით თარგმანისას, სისტემა სიტყვას ფოტოსაც დაურთავს.

Google-მა ძიების ახალი მიმართულება წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს ასწავლის,თუ როგორ წარმოთქვან რთული სიტყვები. როდესაც მომხმარებელი საძიებო ველში კონკრეტული სიტყვის  აკრეფისას, მის გამოთქმას მიუთითებს, მას საშუალება  ექნება, მიკროფონში თავად წარმოთქვას ეს სიტყვა. ამის შემდეგ, Google-ის ხელოვნური ინტელექტი, ანალიზის მეშვეობით, მომხმარებელს მომენტალურად აწვდის ინფორმაციას სწორად წარმოთქვა, თუარა ბგერები. არასწორი გამოთქმის შემთხვევაში კი, დაშვებულ შეცდომას დეტალურად განუმარტავს.  გარდა ამისა, პლატფოპრმა ზოგადადაც აფასებს ინტერნეტ მომხმარებლის უნარებს. 

გარდა ამისა, Google თარგმანის პლატფორმასაც აუმჯობესებს.  თარგმნილ სიტყვებს სისტემა ფოტოებსაც დაურთავს, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს სიტყვის სწორ მნიშვნელობაში. კომპანიის განმარტებით, თარგმანის ვიზუალური ფუნქცია მხოლოდ სიტყვის ინგლისური ენიდან გადათარგმნისას მუშაობს. 

ახალი ფუნქციების დამატებით, ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობს თავისი პლატფორმა მეტად შემეცნებითი და საგანმანათლებლო გახადოს, გარდა ამისა, გააუმჯობესოს ონლაინ სივრცე, რომელშიც ინტერნეტ მომხმარებლები მარტივად შეძლებენ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას და კითხვებზე ამომწურავი პასუხის მიღებას.  

კომენტარები

ბოლო ამბები