Thumbnail

ბრიტანული კომპანია რეტრო ფურგონის ელექტრო ვერსიას გამოუშვებს

  • ელექტრო ფურგონს დამუხტვის შემდეგ 380 კილომეტრის გავლა შეუძლია
  • ავტომწარმოებელი Morris JE-ს გაყიდვას 2021 წლიდან გეგმავს

ბრიტანული კომპანია Morris Commercial Cars 1924 წელს უილიამ მორისმა დააარსა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია ტრანსპორტს ბრიტანული არმიისთვის და მისი მოკავშირეებისათვის ამზადებდა. ომის დასრულების შემდეგ 60-იან წლების შუა პერიოდამდე Morris ფურგონებს და მცირე ზომის სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა. კომპანიამ ბოლო მოდელი 60-იან წლებში გამოუშვა და ამით თითქოს მისი ისტორიაც დასრულდა. თუმცა სრულიად მოულოდნელად 21-ე საუკუნეში Morris Commercial Cars საავტომობილო ბაზარზე ისევ გამოჩნდა.

2019 წლის ნოემბერში ავტომწარმოებელმა ძველი თაობის ბრიტანელებისთვის ნოსტალგიური ფურგონის ახალი ვერსია გამოუშვა. Morris JE გამოირჩევა რეტრო დიზაინით და ასოცირებულია კომპანიის ძველ, კლასიკურ ფურგონებთან. მთავარი განსხავავება კი იმაშია, რომ ახალი მოდელი ელექტრომობილია. დამუხტვის შემდეგ რეტრო ფურგონს 380 კილომეტრის გავლა შეუძლია და ტონამდე ტვირთი გადააქვს.

 

Morris JE გაყიდვაში 2021 წლიდან გამოჩნდება. მისი ღირებულება 60 ათასი გირვანქა სტერლინგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები