Thumbnail
  • კომპანიამ გერმანიაში და აშშ-ში რობოტიზირებული წარმოება შეაჩერა
  • ფაბრიკების დახურვის მიზეზი ასორტიმენტის სიმწირე გახდა

რამდენიმე წლის წინ Adidas-მა ამბიციური პროექტი წამოიწყო, რაც წარმოების ავტომატიზაციას გულისხმობდა. პირველი რობოტიზირებული ფაბრიკა - Speedfactory ბავარიის ქალაქ ანსბახში გაიხსნა, მეორე კი ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში. გერმანულ კომპანიაში იმედი ჰქონდათ, რომ ფაბრიკების ავტომატიზაცია ხელს შეუწყობდა წარმოების გაზრდას და სპორტული ფეხსაცმლის წარმოების პროცესის დაჩქარებას. თუმცა უკვე დღეს Adidas-მა ამ საწარმოების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გაირკვა Speedfactory-ს წარმოების პროცესის ავტომატიზაციას მინუსებიც აღმოაჩნდა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასორტიმენტის სიმწირეა. ანსბახის ქარხანა მხოლოდ სპორტული ფეხსაცმლის, Adidas Boost-ის წარმოებაზე იყო სპეციალიზირებული. იმისათვის, რომ საწარმოს სხვა პოპულარული მოდელები, მაგალითად Superstar და Stan Smith გამოეშვა, ტექნოლოგიური პროცესი სრულად უნდა შეცვლილიყო. ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატიზირებული ფაბრიკების პროექტი წარუმატებლად დასრულდა, Adidas ამ გამოცდილებას მომავალში წარმოების პროცესში მაინც გამოიყენებს.  Speedfactory-ს ტექნოლოგიას, მათ შორის 3D წარმოებას, გერმანული კომპანიის აზიურ ფაბრიკებში დანერგავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები