Thumbnail

Mate X - Huawei-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი გამოუშვა

  • Mate X მხოლოდ ჩინეთის ტექნოლოგიურ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
  • სმარტფონის ფასი 2,400 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

მობილური ტექნოლოგიების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Huawei-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი - მოდელი Mate X გამოუშვა. მოწყობილობის გამოსვლის დროდ, თავდაპირველად, 2019 წლის ივნისი სახელდებოდა, თუმცა, ტექნოლოგიურ ბაზარზე ის 15 ნოემბერს გამოჩნდა. Mate X ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება 16,999 ჩინური იუანია, რაც 2,400 ამერიკული დოლარის ექვივალენტია. 

Huawei ახალ მოდელს, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის მთავარ კონკურენტად განიხილავს. Samsung-ის მოდელისაგან განსხვავებით,  Mate X-ის ეკრანი დახურვისას მოწყობილობის გარე მხარეს წარმოადგენს. ეკრანის ერთი ნაწილი 6.6 დიუმია, მეორე ნაწილი კი - 6.38 დიუმი. გადაშლილ მდგომარეობაში ეკრანები ერთიანდება. მოწყობილობას აქვს 5G ინტერნეტის მხარდაჭერაც. 

Huawei-ის განცხადებით, პირველ ეტაპზე სმარტფონი ტექნოლოგიურ ბაზარზე გასაყიდად ლიმიტირებული რაოდენობით ჩაეშვა, თუმცა, მომხმარებლები, რომლებმაც ვერ მოასწრეს სმარტფონის ყიდვა, Mate X-ის შეძენას გაყიდვების მეორე ეტაპზე - 2019 წლის 22 ნოემბრიდან შეძლებენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები