Thumbnail

Airbus-ის “მომავლის თვითმფრინავს” გამონაბოლქვი არ ექნება

  • ევროპული ავიამშენებელი კომპანიის ინჟინრები ინოვაციური საფრენი აპარატის შექმნაზე მუშაობენ
  • Airbus-ის ახალი თვითმფრინავი 12-15 წელიწადში უნდა გამოჩნდეს

გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები ელექტრომობილების წარმოების დაწყების ინდიკატორი გახდა. პრაქტიკულად ყველა დიდმა ავტომწარმოებელმა უახლესი ათწლეულის პრიორიტეტად ელექტრომობილები დაასახელა. ავიციის სფეროში ვითარება უფრო რთულია. ელექტრო თვითმფრინავების სერიულად წარმოება და სამოქალაქო ავიციაში გამოყენება ამ ეტაპზე შორეული მომავლის პერსპექტივაა, თუმცა საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი კორპორაციები მაინც ცდილოებენ გარკვეული ინოვაციების დანერგვას.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის, Airbus-ის ინჟინრები რეგიონალური სამგზავრო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობენ, რომელსაც გამონაბოლქვი არ ექნება. Airbus-ის წარმომადგენლის სანდრა შეფერის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ერთიანი მიდგომა როგორ უნდა შემცირდეს სათბური აირების გამოყოფა ავიაციის სფეროში. Airbus მიზნის მისაღწევად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა ენერგოეფექტური და ჰიბრიდული ძრავები, აეროდინამიკის გაუმჯობესება, ეკოლოგიური საწვავის შექმნა.

Airbus-ში მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც СО2-ის მავნე გამონაბოლქვს არ გამოყოფს 12-15 წელიწადში დამზადდება. აღსანიშნავია, რომ ევროპულ კომპანიას ამერიკულ საავიაციო კორპორაცია Boeing-თან მიღწეული აქვს შეთანხმება, რომელიც 2050 წლისთვის ავიაციის სფეროში სათბური აირების გამოყოფის ორჯერ შემცირებას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები