Thumbnail

BMW Tesla Model 3-ის კონკურენტს 2021 წელს გამოუშვებს

  • ელექტრო სედანი BMW i4 დამუხტვის შემდეგ 600 კილომეტრს გაივლის
  • i4 ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილია, რომელზეც მეხუთე თაობის ბატარეას დაამონტაჟებენ

ელექტრო სედანი BMW i4 ბავარიული კონცერნის ელექტრიფიკაციაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს. ამ მოდელს Tesla Model 3-ის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევენ.  i4-ის სერიული წარმოების დაწყებას გერმანული კომპანია 2021 წლიდან გეგმავს, თუმცა ელექტრო სედანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

BMW i4-ს 530 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. ელექტრომობილს 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისათვის 4 წამი დასჭირდება. დამუხტვის შემდეგ ავტომობილი 600 კილომეტრს გაივლის. i4 ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილი იქნება, რომელზეც მეხუთე თაობის ბატარეას დაამონტაჟებენ. ის გაცილებით კომპაქტურია, ვიდრე Generation 3 და 4, რომლებსაც BMW ამ დრომდე იყენებდა.

 i4-ს იმავე კონვეინერებზე ააწყობენ, სადაც ტრადიციული მესამე სერიის სედანები იწყობა. 2023 წლისთვის ბავარიული ავტომწარმოებელი ელექტრომობილის 25 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები