Thumbnail

Ford-მა საკულტო ავტომობილის ელექტრო ვერსია წარმოადგინა

  • MACH-E-ის ფასი 43,895 ამერიკული დოლარიდან იწყება.
  • ავტომობილი მსოფლიო ავტო ბაზარზე 2020 და 2021 წელს ეტაპობრივად ჩაეშვება. 

Ford Mustang-მა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი გამოუშვა. სპორტული უნივერსალი - მოდელი MACH-E კომპანიამ ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, კვირას საღამოს ლოს-ანჯელესში ოფიციალურად წარადგინა.  ავტობაზარზე უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, ელექტრომობილების წარმოება Ford-ისგან ლოგიკური ნაბიჯი იყო. 

Ford Mustang-მა ახალი მოდელის რამდენიმე ვერსია გამოუშვა.  5-ადგილიანი ავტომობილის - MACH-E-ის მძლავრ ვერსიას, ერთი სრული დატენვით 482 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია, მეორე ვერსია კი, სრულად შევსებული ბატარეით  337 კილომეტრ მანძილს დაფარავს. 

Mustang-ის ბრენდის ქვეშ გამოშვებული  ელექტრო ავტომობილის ღირებულება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელმისაწვდომი არ არის - ვერსიების სიმძლავრის მიხედვით, MACH-E-ის ფასი  43,895 ამერიკული დოლარიდან იწყება. MACH-E მსოფლიო ავტო ბაზარზე, 2020 და 2021 წელს გაყიდვაში ეტაპობრივად ჩაეშვება.

კომენტარები

ბოლო ამბები