Thumbnail

სტენდფორდის უნივერსიტეტის ახალი მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო

  • საავადმყოფოში პაციენტებზე რობოტი მედდებიც იზრუნებენ.
  • დაწესებულების პროექტის ბიუჯეტი 2.1 მილიარდი დოლარია.

სტენდფორდის უნივერსიტეტმა მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ორიენტირებული ახალი საავადმყოფო გახსნა. საავადმყოფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების -  ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცენტრის კამპუსში გაიხსნა. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, დაწესებულებაში პერსონალისა და პაციენტებისათვის მაქსიმალური კომფორტია და, რაც მთავარია, ინფრასტურქტურის მართვა   მობილური მოწყობილობებით არის შესაძლებელი. 

პალატებში განთავსებულ პაციენტებს სპეციალური მობილური აპლიკაციით, სახელწოდებით - MyHealth შეუძლიათ შეცვალონ განათება, ტემპერატურა, ასევე გამოიძახონ მკურნალი ექიმი, მედდა და დაუკავშირდნენ მიმღებს. სტენდფორდის უნივერსიტეტის საავადმყოფოში რობოტებიც არიან, რომელთა ძირითადი მოვალეობა მედიკამენტების დანიშნულების ადგილზე მიტანაა. 

როგორც სტენდფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, საავადმყოფო ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს, რამდენადაც მთლიანი დაწესებულება მეტწილად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ავტომატიზირებულად იმართება. პროექტის ბიუჯეტმა, ინფრასტრუქტურის უნიკალურობიდან გამომდინარე, 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები