Thumbnail
  • ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა ლას-ვეგასის საგამოფენო ცენტრში გაიხსნება
  • გვირაბში ტრანსპორტი 250 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს

ილონ მასკის კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის საგამოფენო ცენტრის ქვეშ გვირაბის გაყვანა დაიწყო. პირველ ეტაპზე სამუშაოები ათი მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა ვიზიტორს საშუალებას მისცემს კომპლექსის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 80 ჰექტარს აღემატება, ერთ წუთში გადაადგილდეს.

რკალისებური ფორმის სატრანსპორტო სისტემა ორი საავტომობილო გვირაბისგან, საფეხმავლო გვირაბისგან და სამი სადგურისგან შედგება. გვირაბის სიგრძე სამი კილომეტრი იქნება. ის საგამოფენო დარბაზებს კიდევ ერთ ახალ შენობასთან : West Hall-თან დააკავშირებს, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდება. გვირაბში ელექტრო კაფსულები იმოძრავებენ, რომლებსაც Tesla-ს სერიული ავტომობილების ბაზაზე დაამზადებენ. გვირაბში ტრანსპორტი 250 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და საათში 4 400 მგზავრს გადაიყვანს. 

სწრაფმავალი გვირაბის მშენებლობის დასრულება 2021 წლის იანვარში იგეგმება. მომავალში ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა შესაძლოა ლას-ვეგასის აეროპორტამდე გაიყვანონ. ეს The Boring Company-ს პირველი კომერციული პროექტია. მანამდე კომპანიამ სადემონსტრაციო მიწისქვეშა მაგისტრალი კალიფორნიაში 2018 წლის დეკემბერში გახსნა

კომენტარები

ბოლო ამბები