Thumbnail

Virgin Galactic კოსმოსში ფრენისთვის კლიენტებს წინასწარ მოამზადებს

  • კოსმოსური ტურისტები მოსამზადებელ კურსს გაივლიან
  • ტურისტების პირველი ჯგუფი კოსმოსში 2020 წლის ზაფხულში მოხვდება

Virgin Galactic, რომლის დამფუძნებელი ბრიტანელი მილიარდელი რიჩარდ ბრენსონია, მიზნად ისახავს კოსმოსური ტურიზმის სფეროში გადატრიალება მოახდინოს. სუბორბიტალური ფრენებისთვის კომპანია ხომალდ SpaceShipTwo-ს გამოიყენებს. 90 წუთიანი ფრენის დროს კოსმოსური ტურისტები დედამიწიდან 100 კილომეტრის მანძილზე პლანეტის საოცარი ხედებით დატკბებიან. 

Astronaut Readiness Program მოსამზადებელი კურსია, რომლის გავლა სუბორბიტალურ ფრენამდე ყველა მგზავრს მოუწევს. Virgin Galactic-ის გამოცდილი თანამშრომლები, მათ შორის მთავარი ინსტრუქტორი ბეტ მოზესი და მთავარი პილოტი დეივ მაკაი კლიენტებს აუხსნიან როგორ უნდა იმოქმედონ ფრენის დროს. კომპანიის ექიმები კი კოსმოსურ ტურისტებს სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.

უკვე 2023 წლისთვის Virgin Galactic-ს ხუთი SpaceShipTwo ეყოლება და წელიწადში 270 ფრენას შეასრულებს. ოთხი წლის განმავლონაში დედამიწას კოსმოსიდან 1565 ტურისტი იხილავს. სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდის ბილეთის ღირებულება 250 ათასი დოლარია. ბილეთი უკვე შეიძინა 600-მა ადამიანმა. კოსმოსური ტურიზმის სფეროში რიჩარდ ბრენსონის კომპანიის უშუალო კონკურენტი ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ია. ბეზოსის კომპანია კოსმოსში გამგზავრების მსურველებს ბილეთს 200 ათას დოლარად სთავაზობს

კომენტარები

ბოლო ამბები