- ღონისძიება 2019 წლის 2 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.
- როგორც ცნობილია, ამ დღეს Apple ახალ პროდუქტებს არ წარადგენს.
კომპანია Apple მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს, რომელიც წლის საუკეთესო აპლიკაციებს და თამაშებს მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია და ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმომხილველი, ლენს ულანოფი ავრცელებენ. როგორც წესი, Apple ამ სიას პრეს-რელიზით ასაჯაროვებდა, თუმცა, ამჯერად სპიკერები აუდიტორიას პირადად წარუდგენენ რჩეულ აპლიკაციებს და თამაშებს.

როგორც ტექნოლოგიური მიმომხილელები იუწყებოდნენ, მობილური ტექნოლოგიების მწარმოებელ გიგანტ კომპანიას 2019 წლის ოქტომბერში მასშტაბური პრეს-კონფერენცია უნდა გაემართა, რომელზეც ახალ პროდუქტებს წარადგენდა, თუმცა, Apple-მა მოწყობილობები - 16-დიუმიანი MacBook Pro და უსადენო ყურსასმენები - AirPods Pro სპეციალური წარდგენის გარეშე გამოუშვა.

ამ ეტაპზე, Apple-ს ახალი პროდუქტების გამოშვების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, შესაბამისად, კონფერენციაზე კომპანიის ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაციასაც ვერ ვიხილავთ. ღონისძიება, რომელზეც Apple-ის და მისი მომხმარებლების რჩეული აპლიკაციები და მობილური თამაშები გამოვლინდება, 2019 წლის 2 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.
კომენტარები