Thumbnail

Star Wars-ის თემაზე შექმნილი Galaxy Note Plus-ის ექსკლუზიური მოდელი

  • თემატური მოდელი 2019 წლის 13 დეკემბერს გამოვა.
  • სმარტფონის ექსკლუზიური მოდელის ფასი 1,299.99 ამერიკული დოლარი იქნება.

კომპანია Samsung სმარტფონის მოდელის - Galaxy Note Plus-ის ექსკლუზიურ მოდელს გამოუშვებს, რომელიც Star Wars-ის  თემაზეა შექმნილი. Samsung-ის დაანონებული მობილური ტელეფონი Star Wars: The Rise of Skywalker-ის გამოსვლას უკავშირდება. ფილმის პრემიერა 2019 წლის 20 დეკემბერს იგეგმება. Galaxy Note10+-ის თემატური მოდელის არამხოლოდ დიზაინი, არამედ მასში ინტეგრირებული ციფრული კონტენტიც ფილმით  - მისი შინაარსითა და ესთეტიკით არის შთაგონებული.

სმარტფონის დიზაინი შავია. კორპუსის უკანა მხარეს, მოწყობილობაზე წითელი და ვერცხლისფერი ელემენტებით ამოტვიფრულია ემბლემა, რომელიც  Star Wars-ის ფრენჩაიზი-ის  ერთ-ერთი დიქტატორული სამხედრო სახელმწიფოს -  First Order-ის სიმბოლოა. მოწყობილობას მოყვება წითელი დიზაინით შექმნილი სენსორის კალამი და ასევე, უსადენო ყურსასმენები. ახალ მოდელში ინტეგრირებულია Star Wars-ის თემაზე შექმნილი მენიუს სხვადასხვა დიზაინი, ზარები და მრავალფეროვანი ციფრული ვიზუალური კონტენტი. 

Galaxy Note10+-ის აღნიშნული ექსკლუზიური მოდელი შეერთებულ შტატებში 2019 წლის 13 დეკემბერს, ფილმის პრემიერამდე ერთი კვირით ადრე გამოვა და მისი ფასი 1,299.99 ამერიკული დოლარი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები