Thumbnail

AUDI მეორე ელექტრო ავტომობილს გამოუშვებს

  •  E-TRON SPORTBACK ავტო ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება.
  • მისი ფასი 79,000 ამერიკული დოლარიდან დაიწყება. 

გერმანულმა ავტომწარმოებელმა AUDI-მ ლოს-ანჯელესში, ახალი ოთხკარიანი ელექტრომობილი წარადგინა.  მოდელი სახელწოდებით - E-TRON SPORTBACK კომპანიის რიგით მეორე ელექტრო ავტომობილია. AUDI-ის მოდელი ასევე წარმოდგენილი იქნება  ლოს-ანჯელესის 2019 წლის ავტოშოუზე, რომელიც 22 ნოემბერს გაიხსნება და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

 E-TRON SPORTBACK - ეს არის ელექტრომობილი 350 ცხენის ძალით,  446 კმ/სთ სიჩქარით და  265-კილოვატიანი ბატარეით. რაც შეეხება მანქანის ინტერიერის დიზაინს, სალონი აღჭურვილია სენსორული ეკრანების სისტემით, რომელიც მძღოლებს სხვადასხვა ოპერაციის განხორციელების საშუალებას მარტივად აძლევს. სალონში, ასევე, ინტეგრირებულია ხმოვანი ასისტენტი.  E-TRON SPORTBACK-ს ინოვაციური Led განათების ფარები ექნება, რომლებიც სიბნელეში გადაადგილებისას, მძღოლებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

 AUDI ელექტრომობილის გამოშვებას 2020 წელს გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით,  E-TRON SPORTBACK-ის ყველაზე მძლავრი მოდელი სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდება ევროპის და შეეერთებული შტატების ავტობაზარზე. E-TRON SPORTBACK-ის სხვადასხვა ვერსია ტექნიკური მონაცემების მიხედვით განსხვავდება. მოდელის ფასი 79,000 ამერიკული დოლარიდან დაიწყება. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები