Thumbnail

ჩინურ უპილოტო ვერტმფრენზე რაკეტა და ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული

  • უპილოტო საფრენი აპარატი დუბაის საავიაციო გამოფენაზე წარმოადგინეს
  • U8EW  ჩინურმა კომპანია AVIC-მა დაამზადა

17-დან 21 ნოემბრამდე დუბაი საავიაციო გამოფენა Dubai Airshow-ს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები თავიანთ უახლეს საფრენ აპარატებს წარმოადგენენ. წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებული ინტერესი ჩინური კომპანია AVIC-ის ვერტმფრენმა გამოიწვია. U8EW სამხედრო დანიშნულების უპილოტო ვერტმფრენია, რომელზეც რაკეტებია დამონტაჟებული.

მიზანში ამოსაღებად ვერტმფრენი კორპუსის წინა ნაწილში განთავსებულ ელექტროოპტიკურ სენსორს იყენებს. სენსორს შეუძლია აღმოაჩინოს საჭირო ობიექტი და განსაზღვროს რა მანძილზეა ის საფრენი აპარატისგან. ვერტმფრენზე ორი რაკეტაა დამონტაჟებული. უპილოტო აპარატი ასევე აღჭურვილია ტყიამფრქვევით. 

U8EW-ს ვერტიკალურად აფრენის და დაშვების ფუნქცია აქვს და 150 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. ამ საფრენი აპარატის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების დროს, არამედ სადაზვერვო ოპერაციის განხორციელებისას. ჯერჯერობით ჩინური კომპანია უპილოტო ვერტმფრენის ფასს არ ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები