Thumbnail

DISNEY-ის სტრიმინგ სერვისს სისტემური ხარვეზები აღმოაჩნდა

  • გარდა შეფერხებებისა, მომხმარებლების ანგარიშებზე, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. 
  • კომპანია სისტემურ ხარვეზებს მომხმარებელთა რეკორდულ რაოდენობას უკავშირებს. 

Disney-ის სტრიმინგ სერვისი სულ რამდენიმე დღის წინ -  2019 წლის 12 ნოემბერს გაეშვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პლატფორმას  გლობალური აქტივაციის დღეს, სისტემური პრობლემები ჰქონდა. მომხმარებლების განცხადებებიდან ირკვევა, რომ Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებდა და ვიდეოების დიდი ნაწილიც არ იტვირთებოდა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მომხმარებლების ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმები დაფიქსირდა, რაც გამომწერების პირადი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეს გულისხმობს. 

Disney-ის წარმომადგენლების განცხადებით, სტრიმინგ სერვისის გაშვების პირველივე დღეს, 10 მილიონი გამომწერი ცდილობდა სისტემაში შესვლას, სწორედ მომხმარებელთა რაოდენობის ამ რეკორდული მაჩვენებლის ბრალია სტრიმინგ პლატფორმის შეფერხებული მუშაობა. მიუხედავად ამისა,  Disney პირობას დებს, რომ პრობლემას აღმოფხვრის და შემდგომ მონიტორინგსაც გააძლიერებს. 

შეგახსენებთ, რომ  Disney+  ამჟამად ქსელში უკვე გლობალურად არის გაშვებული. მიუხედავად ამისა, არის ქვეყნები, სადაც სტრიმინგ სერვისი, ჯერჯერობით, არ არის ავტორიზებული. Disney+-ის  ერთთვიანი პაკეტის ღირებულება 6.99 ამერიკული დოლარია. ერთწლიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებელს 69.99 დოლარის გადახდა მოუწევს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები