Thumbnail

კნიკი - ჭკვიანი ბეჭედი ყოველდღიური მოხმარებისათვის

კნიკი ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ჭკვიანი ბეჭედია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება გააჩნია. ბეჭედი ითავსებს სხვადასხვა ბარათის, ბილეთის და გასაღების ფუნქციას. მომხმარებელს თავად შეუძლია მასზე საჭირო ინფორმაცია ჩაწეროს. უახლოეს პერიოდში გამომგონებლები კნიკისთვის საგადამხდელო ფუნქციის დამატებასაც გეგმავენ. ქართველი სტუდენტების მიერ დამზადებული ჭკვიანი ბეჭედი მოთხოვნით საერთაშორისო ბაზარზე, პირველ რიგში კი შეერთებულ შტატებში სარგებლობს. ბეჭედის შეძენა მომხმარებელს Amazon-ზე შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები