Thumbnail

Porsche-მ ახალი ელექტრომობილი წარადგინა

  • Porsche ელექტრომობილის - Taycan-ის სამ სხვადასხვა ვერსიას გამოუშვებს.
  • Taycan უკვე სახელდება Tesla-ს ელექტრომობილების მთავარ კონკურენტად. 

2019 წლის სექტემბერში,  ავტომობილების მწარმოებელიმა გერმანულმა კომპანია Porsche-მ პირველი ელექტრო ავტომობილი Taycan დააანონსა. ორი თვის განმავლობაში, კომპანიამ ავტომობილის მოდელის რამდენიმე კონცეპტი გაავრცელა, ამჯერად, მოდელის დიზაინი მსოფლიო პრესამ ლოს-ანჯელესის ავტო შოუს შოურუმში იხილა -  Porsche-მ საზოგადოებას ელექტრომობილის კონცეპტის მესამე ვერსია Taycan 4S  წარუდგინა.

Porsche Taycan -ის სამ ვერსიას გამოუშვებს, ესენია:Taycan 4S , Taycan Turbo დაTurbo S. ავტო-შოუს ფარგლებში წარმოდგენილი Taycan 4S ამ სამი მოდელიდან, საწყისი კლასის ავტომობილია და შესაბამისა, მისი ღირებულებაც შედარებით ბიუჯეტურია. Taycan 4S-ის ფასი 103,800 ამერიკული დოლარია, Taycan Turbo-ს შეძენას მსურველები 150,000 დოლარად შეძლებენ, ხოლო Turbo S  $185,000-ად არის შეფასებული. 

რაც შეეხება მახასიათებლებს, ყველა მოდელს აქვს ორმაგი ძრავი. Taycan 4S აღჭურვილია ბატარეით, რომლის სიმძლავრეა 79 კილოვატი საათში. ავტომობილს საათში 407 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ავტოინდუსტრიის მიმომხილველი მედია, Porsche-ს Taycan-ს უკვე განიხილავს კომპანია Tesla-ს მთავარ კონკურენტად. ელექტრომობილი Taycan  -  სამი განსხვავებული ვერსიით, ავტობაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები