Thumbnail

რობოტ დამლაგებელს აეროპორტებში და სასტუმროებში დაასაქმებენ

  • რობოტი კომპანია SoftBank Robotics-მა დაამზადა
  • Whiz-ს სამ საათში 1400 კვადრატული მეტრის ფართობის დალაგება შეუძლია

კომპანია SoftBank Robotics-მა ჰონკონგში დაფუძნებულ სტარტაპ ICE Robotics-თან თანამშრომლობით რობოტი სახელწოდებით Whiz გამოუშვა. რობოტი ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის არის განსაზღვრული. მას შედარებით მოკლე დროში დიდი სივრცის დალაგება და დასუფთავება შეუძლია. Whiz-ს აეროპორტებში და სასტუმროებში დაასაქმებენ. 

აკუმულატორის დამუხტვის შემდეგ რობოტი სამი სააათი პაუზის გარეშე მუშაობს. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ მან 1400 კვადრატული მეტრი ფართობი დაალაგოს. Whiz-ს 600 სხვადასხვა მარშრუტის დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერული მხედველობა რობოტს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს დაბრკოლებებს. გადაადგილების დროს რაიმე პრობლემის შემთხვევაში ის სპეციალურ შეტყობინებას აგზავნის. 

Whiz-ს უკვე იყენებენ იაპონიის და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტში. შეერთებულ შტატებში დამლაგებელ რობოტს პირველად ცინცინატი/ჩრდილოეთ კენტუკის საერთაშორისო აეროპორტში დაასაქმებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები