Thumbnail

Apple-ის ქეისი უსადენო დამტენის ფუნქციით

  • ქეისი სმარტფონის ბატარეის სიცოცხლეს 50%-ით ახანგრძლივებს.
  • ახალი პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 129 დოლარიდან იწყება.

Apple-მა მობილური ტელეფონების ახალი ქეისები შექმნა, რომელიც ვიზუალურად კომპანიის სხვა ქეისებივით გამოიყურება, თუმცა, ამავდროულად უსადენო დამტენიც არის. ქეისები ამჟამად Apple-ის სმარტფონის ახალი მოდელის სამი ვერსიისათვის  iPhone 1111 Pro, და 11 Pro Max-ისათვის შეიქმნა. პროდუქტი წარმოდგენილია სამ ფერში  -  შავი, თეთრი და ვარდისფერი. 

გარდა დამტენის ფუნქციისა, ქეისში ინტეგრირებულია სენსორული ღილაკიც, რომელზე თითის დაჭერისას, ავტომატურად ირთვება კამერა -  მაშინაც კი, თუ მობილური მოწყობილობა დაბლოკილია. სენსორული ღილაკის მდებარეობის გამო, ჰორიზონტალური პოზიციაში ამოტრიალებული სმარტფონით გადაღება, ახალი ქეისით განსაკუთრებით მარტივი და კომფორტულია. 

ქეისები უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ოფიციალური საიტის ბაზაზე და მათი ფასი 129 ამერიკული დოლარიდან იწყება. როგორც Apple-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინოვაციური ქეისი ბატარეის სიცოცხლეს 50%-ით ახანგრძლივებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები