Thumbnail

SC2 - ელექტრომობილი, რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარეს 1,9 წამში აღწევს

  • ელექტრომობილს 1100 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია
  • პროტოტიპი ლოს ანჯელესის ავტოშოუზე წარმოადგინეს

კალიფორნიულმა სტარტაპმა Karma Automotive-მა ლოს ანჯელესის ავტოშოუზე სპორტული ელექტრომობილის პროტოტიპი წარმოადგინა. SC2-ს 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისათვის სულ 1,9 წამი სჭირდება. ავტომობილს 1100 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილი 560 კილომეტრს გაივლის.

Karma-ს მენეჯმენტის განცხადებით, ელექტრომობილის პროტოტიპი მომავლის ტექნოლოგიების სადემონსტრაციოდ გამოიყენეს. ავტომობილი აღჭურვილია რადარებით, ლიდარებით და კამერებით, რაც გზის თითოეული მეტრის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ავტორბოლის რეჟიმის დროს SC2 ტრასის რუკას შეადგენს და სალონში განლაგებულ ეკრანზე გავლილი მარშრუტის დეტალურ ანალიზს ახდენს. 

ლოს ანჯელესის ავტოშოუზე კალიფორნიულმა სტარტაპმა კიდევ ერთი მოდელი, ჰიბრიდული Revero GTS წარმოადგინა. ამ ეტაპზე გაურკვეველია იგეგმება თუ არა SC2-ის სერიული წარმოების დაწყება.  

კომენტარები

ბოლო ამბები