Thumbnail

აშშ-ში სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემოღებაზე ფიქრობენ

  • ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი სახელმწიფო კრიპტოვალუტის შექმნის მომხრეა
  • აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ჩინურ კრიპტოვალუტას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ

2019 წლის ივნისში ფეისბუქმა საკუთარი კრიპტოვალუტის, Libra-ს შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ეკონომიკურმა ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კომპანიის ფინანსურ სექტორში შესვლა მსოფლიო საბანკო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა. ამ იდეას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში სერიოზული მოწინაამღდეგები ჰყავდა. თუმცა უკვე დღეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემოღებას სერიოზულად განიხილავს.

პაუელის განცხადებით, მისმა უწყებამ შესაბამისი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ციფრული ვალუტა აშშ-ის დიდ მოგებას მოუტანს. კონგრესმენების ნაწილიც ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის პროექტი სწორედ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს  და არა კერძო კომპანიებმა. ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ჩინურ კრიპტოვალუტას სერიოზულ საფრთხედ განიხილავენ. ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირება ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სექტორში დიდი ალბათობით ციფრულ ვალუტასაც შეეხება.

ფეისბუქი, რომლის პროექტი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, მზადაა Libra-ს კონცეფცია შეცვალოს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ მარკუსის განცხადებით პროექტზე მომუშავე ჯგუფი მზადაა განიხილოს სხვადასხვა ვარიანტები იმისათვის, რომ ღია და ეფექტური გადახდის სისტემა შეიქმნას.

კომენტარები

ბოლო ამბები