Thumbnail

Microsoft-მა Surface Earbuds-ის გამოსვლის ახალი თარიღი დაასახელა

  • Surface Earbuds 2019 წლის მაგივრად, 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.
  • Microsoft-ის ახალი უსადენო ყურსასმენების ფასი 249 დოლარია.

კომპანია Microsoft-მა უსადენო ყურსასმენების დაანონსებული მოდელის - Surface Earbuds-ის გამოშვების თარიღი გადადო. ყურსასმენები 2019 წელს აღარ გამოვა, პროდუქტი ტექნოლოგიურ ბაზარზე გაყიდვაში 2020 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, იმისათვის,  რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხი შესთავაზონ, ბევრ დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რაც ხშირად დიდ დროს მოითხოვს. 

Surface Earbuds ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი - მომხარებელს, სურვილისამებრ, შეეძლება შეიძინოს როგორც თეთრი, ასევე ნაცრისფერი მოდელი.უსადენო ყურსასმენების ბატარეის გამძლეობა განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობის პირობებში 24 საათია. Surface Earbuds სხვადასხვა საოფისე პროგრამას უკავშირდება, მისი ხმოვანი ასისტენტი კი, 60 ენაზე რეაგირებს. სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით, Microsoft Surface Earbuds განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება საქმიანი პრეზენტაციებისას.

Microsoft-მა უსადენო ყურსასმენები მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, კომპანიის სხვა ახალ პროდუქტებთან ერთად წარადგინა. Surface Earbuds-ის შეძენას მსურველები 249 ამერიკულ დოლარად შეძლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები