Thumbnail

Google-ის ასისტენტი ბავშვებისათვის ზღაპრებს მშობლის ხმით „წაიკითხავს“

  • My Storytime  Google-ის სახლის ასისტენტის დახმარებით იმართება.
  • კომპანიის განცხადებით, My Storytime  განსაკუთრებით საჭიროა მშობლებისათვის, რომლებიც ოჯახისგან შორს დიდ დროს ატარებენ. 

Google-მა ხმოვან ასისტენტთან ინტეგრირებული ახალი სისტემა  წარადგინა, რომელიც მშობლებს საკუთარი ხმის სიმულაციის საშუალებას აძლევს. პროგრამა სახელწოდებით  My Storytime ბავშვებს ზღაპრებს მათი მშობლების ხმით „წაუკითხავს“. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ასისტენტის შექმნის იდეა გააჩინა დასაქმებული მშობლების ყოველდღიურმა  პრობლემამ -  მათ ხშირად უწევთ სახლიდან შორს ყოფნა. 

მომხმარებელს წინასწარ შეუძლია ჩაწეროს აუდიო ფაილები. მას შემდეგ, რაც ჩანაწერი ასისტენტის ბაზაში შეინახება, ხმოვანის სიგნალის  მეშვეობით,  My Storytime-ის გააქტიურება მარტივად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს - იქნება ეს ძიძა, ოჯახის სხვა წევრი, თუ თავად ბავშვი. 

My Storytime Google-ის სახლის ასისტენტის დახმარებით იმართება. Google-მა My Storytime-ის წარდგენის შემდეგ, პლატფორმის საიმიჯო ვიდეო რგოლიც გაავრცელა. საკამათოა ის ფაქტი, რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს  ჩაანაცვლის მშობელი თუნდაც ზღაპრის კითხვისას. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანი ტექნოლოგიების მეშვეობით, პრობლემის შემსუბუქებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები